დღეს - 29 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ექსტრუდერის ოპერატორის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე ორიენტირებულ, გუნდური მუშაობის უნარების მქონე კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - გარდაბანის რაიონი, გამარჯვება;
სამუშაო გრაფიკი - 24 საათიანი გრაფიკი, ყოველ მესამე დღეს;
ანაზღაურება -1800 (Net.);
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა;
ძირითადი მოვალეობები:
- დანადგარის პროგრამული მართვა;
- დანადგარის ტექნოლოგიური და ტექნიკური პარამეტრების კონტროლი ;
- დამზადებული Პროდუქტის ფიზიკური მახასიათებლების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სავალდებულო - საშუალო);
- სამუშაო გამოცდილება - სასურველია დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- უნარ-ჩვევები - პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის გასაკეთებლად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/ozG9T
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
