დღეს - 29 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური
სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.com/ka ) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.
სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ შესყიდვების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები - 10:00 – 19:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი
ანგარიშვალდებულია: შესყიდვების ლიდთან
დაქვემდებარებული პოზიცი(ები)ა: არა
ძირითადი მოვალეობები:
შესყიდვების პროცესის სრული მართვა
- შესყიდვის მოთხოვნის მიღებიდან კონტრაქტის დახურვამდე პროცესის სრულად მართვა
- ინიციატორებთან მჭიდრო კომუნიკაცია მოთხოვნების დაზუსტებისა და ოპტიმიზაციისთვის
- პრიორიტეტების განსაზღვრა და ვადების მკაცრი კონტროლი
- ერთდროულად რამდენიმე პარალელური შესყიდვის პროცესის ეფექტურად მართვა
ხელშეკრულებების მართვა:
- ხელშეკრულებების დრაფტის მომზადება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით
- ძირითადი კომერციული პირობების განსაზღვრა (ფასი, SLA, ჯარიმები, ვადები)
- ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია
- ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი
- სხვადასხვა გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია (იურისტები, საგადასახადო, ფინანსები)
- SAP სისტემაში მუშაობა (მაღალი ჩართულობა)
Purchase Request (PR) და Purchase Order (PO) სრულყოფილად მართვა
- ყველა შესყიდვის ოპერაციის დროული და ზუსტი ასახვა SAP-ში
- Goods Receipt (GR) პროცესების მართვა
- ინვოისების შესაბამისობის კონტროლი
- SAP Outgoing Payments – ის სრულყოფილი მართვა
- გადახდების ინიცირება და კონტროლი
- ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება
შესყიდვების პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
- bottleneck-ების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
- სტანდარტული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა
- პროცესების ავტომატიზაციის ინიციირება (განსაკუთრებით SAP-ში)
ბაზრის კვლევა და მომწოდებლების განვითარება
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მუდმივი მონიტორინგი
- ახალი მომწოდებლების აქტიური მოძიება და ბაზის გაფართოება
- ალტერნატიული ვენდორების შეთავაზება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის
- ვენდორების შეფასება (ფასი, ხარისხი, სანდოობა, მიწოდების ვადები)
ფასთა გამოკითხვა და ტენდერების მართვა
- RFQ/RFP პროცესების დაგეგმვა და ჩატარება
- კონკურენტული გარემოს შექმნა მაქსიმალურად კარგი პირობების მისაღებად
- მიღებული შეთავაზებების დეტალური ანალიზი (ფინანსური + კომერციული)
- ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია შეფასების პროცესში
კომერციული და ტექნიკური მოლაპარაკებები
- ფასებზე, მიწოდების ვადებზე და კომერციულ პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება
- ღირებულების შემცირებაზე და დამატებითი სარგებლის მიღებაზე ორიენტაცია
- რთულ მოლაპარაკებებში დამოუკიდებლად ან ხელმძღვანელთან ერთად მონაწილეობა
- შეთანხმებების წერილობითი ფიქსაცია და კონტროლი
ვენდორების ურთიერთობების მართვა
- სტრატეგიული მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
- პრობლემური შემთხვევების სწრაფი და ეფექტური მართვა
- ვენდორების შესრულების შეფასება
რეპორტინგი და ანალიტიკა
- რეგულარული რეპორტების მომზადება (დაზოგვა, spend analysis, vendor performance)
- KPI-ების მონიტორინგი
- მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები / უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში
- შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან სენიორ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების განვითარების სფეროში)
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი და მაღალი სამუშაო ტემპი
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
- SAP-ის პრაქტიკული გამოცდილება (აუცილებელია)
- დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- პროაქტიულობა
- პრიორიტეტებისა და დროის მართვის უნარი
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://silkdevelopment.selfrecruit.ge/s/irKnF
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
