შემდეგი
დღეს - 29 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
განყოფილების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
განყოფილების მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული,თურქული
რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოსთ კონტროლის სპეციალისტი
ჩვენ ვართ მზარდი ბუღალტრული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ფინანსური პროცესების გამართვასა და ეფექტურ მართვაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ აღრიცხვა, არამედ კლიენტისთვის რეალური ღირებულების შექმნა — სიზუსტე, გამჭვირვალობა და დროული ინფორმაცია გადაწყვეტილებების მისაღებად.
პოზიციის აღწერა
ქოსთ კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების მოძრაობის კონტროლზე, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მონაცემების ანალიზზე.
ძირითადი მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულო:
პოზიციის აღწერა
ქოსთ კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების მოძრაობის კონტროლზე, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მონაცემების ანალიზზე.
ძირითადი მოვალეობები
- შესყიდვის დოკუმენტების შემოწმება და სისტემაში ასახვა
- პროდუქციის ჩამოწერისა და გადაადგილების დოკუმენტების დამუშავება
- ნომენკლატურის მართვა და განახლება
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი
- მარაგების ნაშთების კონტროლი და გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება
- ოპერაციული რეპორტების მომზადება
- კლიენტებთან კომუნიკაცია
- ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს პრაქტიკულ სწავლებასა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სავალდებულო:
- ბუღალტრულ სფეროში მინიმალური გამოცდილება
- Excel-ის საბაზისო ცოდნა (ფორმულები, ცხრილები, მონაცემთა დახარისხება)
- უცხო ენის ცოდნა (თურქული, ინგლისური ან რუსული)
- დეტალებზე ყურადღება და ანალიტიკური აზროვნება
- პასუხისმგებლობა და ვადების დაცვის უნარი
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
სასურველი (არასავალდებულო):
- გამოცდილება სასურსათო, სარესტორნო ან სავაჭრო სექტორში
- პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C, iiko, Syrve, Apex და სხვ.)
ჩვენ გთავაზობთ
- პრაქტიკულ სწავლებასა და გამოცდილებას ქოსთ კონტროლის სფეროში
- დამწყების შემთხვევაში ანაზღაურებას: 1000 ₾ გამოსაცდელ (სწავლების) პერიოდში → 1500–1700 ₾ ძირითად ეტაპზე (შემდგომი ზრდის პერსპექტივით)
- გამოცდილ კანდიდატებთან ანაზღაურების განხილვას ინდივიდუალურად
- სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- პროფესიულ გუნდს და მენტორინგს
თუ გიყვარს მონაცემებთან მუშაობა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გსიამოვნებს პროცესებში ჩაღრმავება — გამოგვიგზავნე შენი CV.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/DAzyugBb
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
განყოფილების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები