დღეს - 29 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
ფოტოგრაფია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
,,ალმა” წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში უცვლელია ჩვენი ყველაზე დიდი ინსპირაცია - მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.
ჩვენი მისიაა, საქართველოში განვავითაროთ გარე რეკლამის სფერო, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები.
,,ალმა” აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.
ALMA ეძებს კრეატიულ და დაკვირვებულ ფოტოგრაფს, რომელიც ჩაერთვება კამპანიების გადაღებებში და დააფიქსირებს ქალაქს, ადამიანებსა და რეალურ ისტორიებს.
თუ გიყვარს ურბანული გარემო, დეტალებზე დაკვირვება და შეგიძლია ამბის გადმოცემა კადრით - ეს პოზიცია შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები
- ფოტოკონტენტის/ვიდეოკონტენტის შექმნა ALMA-ს სხვადასხვა სარეკლამო არხებისთვის
- ურბანული გარემოს, ადამიანებისა და ყოველდღიური სცენების გადაღება
- ქალაქში განთავსებული კონტენტის დოკუმენტირება (reporting ფოტოები/ვიდეოები)
- ვიზუალური მასალის შერჩევა და დამუშავება
- გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
ვეძებთ ადამიანს, რომელიც
- ხედავს ისტორიებს ყოველდღიურ დეტალებში
- აქვს კარგი ვიზუალური გრძნობა და კადრის აღქმა
- არის აქტიური და პასუხისმგებლიანი
- შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა
- უყვარს ქალაქი და მისი რიტმი
გამოცდილების მოთხოვნა
- ფოტოგრაფიის პრაქტიკული გამოცდილება
- Adobe Lightroom / Photoshop-ის საბაზისო ცოდნა
- ტექნიკის ფლობა (კამერა)
- პორტფოლიო (სავალდებულო)
- დრონით გადაღების გამოცდილება (სავალდებულო)
პლუსად ჩაითვლება:
- ურბანული / street ფოტოგრაფიის გამოცდილება
- ვიდეოს გადაღებისა და მარტივი მონტაჟის უნარი
“ალმა” გთავაზობს
- მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვით შექმნა ღირებული ვიზუალური კონტენტი
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@alma.ge
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 აპრილი.
ხელოვნება / მედია
ფოტოგრაფია
ნახვები
უნიკალური ნახვები
