დღეს - 08 აპრ
სტანდარტი
სტაჟირება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება სხვა, უმაღლესი განათლება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1330

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული,ინგლისური
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრშინაზღაურების გარეშე სტაჟირება, 5 (ხუთი) ვაკანსიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 სემესტრის სტუდენტი, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, (უპირატესობით - საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტის სტატუსი).

კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:
  • აკადემიური წერისა და რედაქტირების საფუძვლების ცოდნა.
  • ციტირების სტილების ცოდნა (APA, MLA, Chicago და სხვ.)
  • ბაზებთან მუშაობა და მონაცემების განახლება
  • სოციალური მედიისა და ვებსაიტის კონტენტის შექმნის საბაზისო ცოდნა
  • საუნივერსიტეტო პრინციპების და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ზოგადი ცოდნა

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
  • სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • ინგლისური ენა B2 ან C1 დონე (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, ონლაინ პლატფორმების გამოყენება (Zoom, Google Meet და სხვ.).

სტაჟიორთა შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
  • პუნქტუალობა / დისციპლინა / ორგანიზებულობა;
  • ტექსტის ტექნიკური დამუშავება (ფორმატირება, სტრუქტურირება);
  • კვლევითი მასალის მოძიება და წყაროებთან მუშაობა, სამეცნიერო კვლევითი უნარები;
  • პროფესიული კომუნიკაცია ავტორებთან და ექსპერტებთან;
  • წერილობითი კომუნიკაციის მაღალი დონე (მეილები, ოფიციალური ტექსტები);
  • უცხოელ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
  • დოკუმენტაციის მართვა და არქივირება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მრავალენოვან გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოქნილობა და ადაპტაცია სხვადასხვა ამოცანებთან;
  • ავტორთა რეცენზირების პროცესში კონფიდენციალურობის დაცვა;

სტაჟიორთა ფუნქცია- ვალდებულებებია:
  • კომპეტენციის ფარგლებში, სტატიების ტექნიკური რედაქტირება (ფორმატი, წყაროები, ციტირება).
  • ავტორებთან კომუნიკაცია რედაქციის მითითებების შესახებ.
  • რეფერირების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • აკადემიური კონფერენციებისა და პუბლიკაციების მომზადებაში დახმარება.
  • უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა.
  • საერთაშორისო არბიტრების კორესპონდენციის მხარდაჭერა.
  • შეხვედრების ან ონლაინ - შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება.
  • ინგლისურ ენაზე დოკუმენტების თარგმნა ან რედაქტირება.
  • გაეცნოს და მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციულ და ადმინისტრაციული სამუშაორში.
  • ღონისძიებების, ტრენინგების ან ვორქშოფების ორგანიზება.
  • ხელმძღვანელის მითითებით დოკუმენტების არქივირება და ბაზების განახლება.
  • სოციალური მედიის ან ვებსაიტის კონტენტის მომზადება. (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა).
  • გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
  • CV;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდი განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრში სტაჟირება.
მეცნიერება / განათლება
სხვა,
უმაღლესი განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები