დღეს - 03 მაი
ვიპ
მომხმარებელთა შენარჩუნების მენეჯერი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@volta.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„ვოლტა წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ Retention/მომხმარებელთა შენარჩუნების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ძირითადი უფლება-მოვალეობა:
- გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის პოტენციური მომხმარებლების შენარჩუნებსა და მათთვის პროდუქტის შეთავაზემის მიზნით;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციისას, ყველა ალტერნატიული შესაძლებლობის განხილვა და შეთავაზება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
- მომხმარებლის სატელეფონო კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ფარგლებში.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია პროაქტიური გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).
- სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები
