დღეს - 02 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - ენები: ქართული
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
„იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას პროვაიდერული სერვისებისა და შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ი. ჭავჭავაძის #7
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ფორმატი: საოფისე
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად პროვაიდერთა ქსელის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა, პროვაიდერული დაწესებულებების შერჩევა და ანალიზი
- პროვაიდერულ სამედიცინო დაწესებულებებთან მოლაპარაკების ეფექტური წარმოება ფასებსა და სერვისებზე;
- სამედიცინო სერვისის / პროდუქტის მიმწოდებელ დაწესებულებებზე / პირებზე დეტალური ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, ეფექტური მოლაპარაკების წარმოება, დადგენილი წესით შერჩევა და დაკონტრაქტების უზრუნველყოფა;
- პროვაიდერებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
- პროვაიდერულ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
- პროვაიდერთა პორტფელის პერიოდული ანალიზი, ეფექტური მართვა და მუდმივი კომუნიკაცია პირობებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- სახელმწიფო ტენდერებისა და კორპორატიული კლიენტების მიერ გამოცხადებულ ფასთა გამოკითხვის ფარგლებში, მოთხოვნების შესაბამისი პროვაიდერული დაწესებულებების შერჩევა-მობილიზების პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- პროვაიდერულ სამედიცინო დაწესებულებებთან წარმოქმნილი რთულ შემთხვევებში ჩართულობა და დარეგულირება, პრობლემური საკითხების გადაჭრის პროცესის კოორდინაცია;
- კლინიკებში ვიზიტების პერიოდული განხორციელება და ადგილზე მომსახურების პროცესების შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ( განიხილება მედიცინის, სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულება);
- აუცილებელია პროვადერული სერვისების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მედიაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- თანამშრომელზე/ მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება
- ორგანიზებული და მოწესრიგებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eiK4N06e
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
დაზღვევა
კლიენტებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
