შემდეგი
დღეს - 05 მაი
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@batumi.2gis.ge
ტელეფონი: +995 577 17 85 87
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია 2Gis-batumi აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
2GIS-Batumi საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელიც ქალაქის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში ახორციელებს კარტოგრაფიულ და საინფორმაციო-საძიებო სერვისს. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს მუდმივად განახლებად რუკებს, ნავიგაციასა და საძიებო ცნობარს.
ჩვენი მიზანია, ქალაქის მაცხოვრებლებს გავუმარტივოთ ორიენტირების პროცესი და მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ნებისმიერ მომსახურებაზე. ეს, თავის მხრივ, ბიზნესებს ეხმარება პროცესების განვითარებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.
საქართველოში, კერძოდ ბათუმში, წარმატებით განხორციელებული პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: 2gis.ge
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, ცენტრალური უბანი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00 (სამუშაო მოიცავს პარტნიორებთან ვიზიტებსა და შეხვედრებს).
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია (სატელეფონო და პირისპირ);
- შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
- კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება, ინვოისების მომზადება და შემდგომი ოპერაციების კონტროლი;
- მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მუდმივი წარმოება და განახლება;
- გრძელვადიანი, სანდო და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- გაყიდვების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და ხარვეზების იდენტიფიცირება/გაუმჯობესება;
- კომპანიის პროდუქტებისა და მათი ტექნიკური მახასიათებლების სიღრმისეული ცოდნა;
- ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და შედეგების რეგულარული რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, MS Office, Outlook);
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების ჩატარების გამოცდილება;
- დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი.
პიროვნული უნარები და თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების ნიჭი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- პოზიტიური განწყობა, კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა.
შემოგვიერთდი 2GIS-Batumi-ს გუნდში და ერთად გავამარტივოთ ქალაქის ცხოვრება!
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Hr@batumi.2gis.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 17 85 87
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები