დღეს - 06 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საკრედიტო რისკების ოფიცრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 19 ქალაქში, 27 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
კომპანიის შესახებ:
სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 19 ქალაქში, 27 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
პოზიციის მიზანი:
საკრედიტო რისკების ოფიცერი პასუხისმგებელია ავტომანქანით უზრუნველყოფილი სასესხო განაცხადების ანალიზზე, რისკების შეფასებასა და დამოუკიდებელი საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებაზე კომპანიის საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- მიღებული სასესხო განაცხადების განხილვა;
- ავტომანქანით უზრუნველყოფილი სასესხო განაცხადების საკრედიტო ანალიზი;
- მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის და ვალდებულებების ანალიზი;
- უზრუნველყოფის (ავტომობილის) შეფასება და ლიკვიდურობის განსაზღვრა;
- LTV პარამეტრების და რისკის ინდიკატორების განსაზღვრა;
- სამართლებრივი და სისტემური რისკების შეფასება;
- საკრედიტო გადაწყვეტილების მიღება კომპანიის პოლიტიკის ფარგლებში;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა;
- მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისი დოკუმენტირება სისტემაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის / ფინანსების / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- სასურველია საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება:
- ავტომანქანით უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით;
- საკრედიტო რისკების მიმართულებით.
დამატებითი უნარები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/U33gRMT
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
