დღეს - 06 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: სერვის ექსპერტი - კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების გუნდი
მოქმედების ვადა: 19/04/2025
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 19/04/2025
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში, კონტაქტ ცენტრის სისტემებისა და პროცესების განვითარების ეჯაილ გუნდში, ვეძებთ - სერვის ექსპერტს.
შენ გახდები, იმ გუნდის წევრი, რომელიც:
- აქტიურად მუშაობს კონტაქტ ცენტრის პროცესებისა და სისტემების განვითარებაზე;
- მუდმივი გაუმჯობესების გზების ძიებაშია ბაზარზე საუკეთესო სამომხარებლო გამოცდილების შექმნის მიზნით;
- აქვს სრული შემოქმედებითი თავისუფლება, განვითარების ინოვაციური გზების ძიებასა და დანერგვაში.
- შენ იქნები დეველოპმენტ გუნდის სერვის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ეჯაილ გარემოში, თვითორგანიზებულ, შედეგზე ორიენტირებულ გუნდში და მის პასუხისმგებლობაში მყოფი პროცესებისა და ფუქნციონალების მუდმივი განვითარებითა და მომხმარებლის უკუკავშირის გათვალისწინებით, დღითიდღე აუმჯობესებს პროდუქტს.
ვის ვეძებთ:
- თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება კონტაქტ ცენტრის პროცესების განვითარებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით;
- თუ ფლობ ცოდნას კონტაქტ ცენტრით მიღებული მომსახურების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მოთხოვნების შესახებ;
- თუ ფლობ ცოდნას მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად საჭირო კონტაქტ ცენტრის ტექნოლოგიების და სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების შესახებ და გიმუშავია ამ მიმართულებით;
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, მაშინ ეს შენი შესაძლებლობაა.
შენ დაგევალება:
- მუდმივი ზრუნვა კონტაქტ ცენტრში არსებული პროცესების განვითარებაზე, გაუმჯობესებასა და ეფექტურობზე, საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოცდილების მუდმივი გაზიარების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების გზით.
- კონტაქტ ცენტრის პროცესების განვითარების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;
- პროდუქტის განვითარებისთვის საჭირო ხედვის შექმნაში აქტიური ჩართულობა, ბიზნეს იდეების და ტექნიკური მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი, დამუშავება და User story -ების მომზადება.
- ამოცანის შესრულების ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობის აღება.
- ყველა დაკავშირებულ მხარესთან აქტიური კომუნიკაცია, მათთვის ინფორმაციის მუდმივი გაზიარება და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე პროცესების რედიზაინი, გაუმჯობესება და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა.
კვალიფიკაცია
უნდა გქონდეს:
- კონტაქტ ცენტრის პროცესების განვითარებასა და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კონტაქტ ცენტრის ტექნოლოგიურ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების აღწერისთვის საჭირო ვიზუალური ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება;
- მომხმარებლის უკუკავშირის კვლევის გამოცდილება;
- ტექნიკურ გუნდთან და Agile გარემოში (Scrum/Kanban) მუშაობის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- საქმიანობის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- უნდა იყო მონდომებული, აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/y7XXx
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
