დღეს - 08 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : სერვის ექსპერტი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგაში, საბარათე რისკების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს თაღლითობის მონიტორინგის მიმართულებით.
თიბისიში საბარათე ოპერაციებთან ასოცირებული რისკების მართვა საბარათე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. საბარათე რისკების გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისები იყოს უსაფრთხო, მოქნილი და საიმედო.
შენ იქნები ამ გუნდის წევრი და პასუხისმგებელი იქნები თაღლითობის მონიტორინგის სისტემის მიერ გენერირებული ალერტების დამუშავებაზე, საეჭვო შემთხვევების ანალიზსა და შესაბამის რეაგირებაზე. ასევე, ჩართული იქნები რეპორტების მომზადებაში, პროცესების გაუმჯობესებასა და თაღლითობის პრევენციის მექანიზმების განვითარებაში.
თუ გინდა იმუშაო დინამიურ გარემოში, სადაც ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება რეალურ რისკებს, სწრაფ გადაწყვეტილებებს და პროცესების მუდმივ განვითარებას, ეს პოზიცია შენთვისაა.
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- შეგიძლია დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლადაც ეფექტურად მართო შენი საქმიანობა;
- ხარ შედეგზე, ხარისხზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
- გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გაქვს მონაცემებთან და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გააკეთებ?
- გააანალიზებ და დაამუშავებ თაღლითობის მონიტორინგის სისტემის მიერ შექმნილ ალერტებს;
- მონიტორინგს გაუწევ და გააანალიზებ საბარათე ტრანზაქციებსა და დაფიქსირებულ აქტივობებს შესაძლო თაღლითობის ნიშნების გამოსავლენად;
- დააფიქსირებ თაღლითობის შემთხვევებსა და საეჭვო აქტივობებს შესაბამის სისტემებში დეტალური კომენტარებისა და აღწერის მითითებით;
- მოამზადებ რეპორტებს შესაბამისი ჩართული მხარეებისთვის;
- ჩართული იქნები თაღლითობის პრევენციის პროცესების, კონტროლებისა და მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესებაში;
- მოამზადებ რეკომენდაციებს თაღლითობის მართვის სისტემის დახვეწისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებ თაღლითობასთან დაკავშირებული შემთხვევების რეპორტინგში საერთაშორისო საგადახდო სისტემების პლატფორმებზე;
- იზრუნებ გუნდის დასახული მიზნების მიღწევაზე;
- მონაწილეობას მიიღებ არსებული პროცესების გაუმჯობესებასა და გამარტივებაში
კვალიფიკაცია
სასურველია გქონდეს:
- თაღლითობის კონტროლის, fraud monitoring-ის ან შესაბამის მიმართულებაზე მუშაობის გამოცდილება;
- საბარათე ტრანზაქციებთან ან გადახდების სფეროსთან მუშაობის გამოცდილება;
- fraud სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის გამოცდილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
- სხვადასხვა მხარესთან კოორდინაციის და ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/ytRQ2
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
