დღეს - 07 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - სერვის ცენტრის მენეჯერი - საჩხერის ს/ც #1
ადგილმდებარეობა: საჩხერის სერვის ცენტრი #1
მოქმედების ვადა: 20/04/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
სერვის ცენტრის მენეჯერი
სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
შენ, როგორც სერვის ცენტრის მენეჯერი:
- უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
- მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
- იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე
უზრუნველყოფ:
- კლიენტების ხარისხიან, ზუსტ და უშეცდომო მომსახურებას თანამშღომლების საქმიანობის კოორდინაციის გზით;
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა;
- დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
- დაწესებული გეგმის თანამშრომლებზე გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;
- გეგმების შესრულების მუდმივი კონტროლი და გადახრების ანალიზი;
- სათავო განყოფილებებიდან ინიცირებული გაყიდვების აქციების მხარდაჭერა;
- ფილიალის კლიენტებისგან მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების მობილიზაცია და სათავო ბანკში შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემის ორგანიზება;
- ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
- შიდა აუდიტის წარმომადგენლისათვის განმარტებების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ბანკის შინაგანაწესს, შიდა ნორმატიულ და საკანონმდებლო აქტებს;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
- დადგენილ ლიმიტს ზედა თანხებზე ვადიანი დეპოზიტების ხელშეკრულებებისა და სალაროს გასავლის ოპერაციების ვიზირება;
- დღიური საოპერაციო და სალარო ოპერაციების ამსახველი საბუთების სათანადო წესით ფორმირება;
- კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხასიათის პრობლემების გადაჭრა და არასტანდარტიზირებული გადაწყვეტილებების შეთანხმება;
- საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების გაყიდვების კონსულტანტის ფუნქციების შეთავსება;
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადება;
- ფილიალში მომსახურების არხების მიხედვით მოახდენ მომსახურების და ლოდინის დროის მონიტორინგი;
- უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურებისა და მოლოდინის დროის სტანდარტების დაცვას;
- დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
- მიაწვდი ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელს, ოპერაციების შესრულების და მომსახურების დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ;
- ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობა არ გახდება საჭირო.
კვალიფიკაცია
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ჯგუფის უფროსის/უფროსი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი
- ხარ შედეგებზე ორიენტირებული
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/y96y8
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
