დღეს - 13 მაი
სტარტი
ჟანგბადის/სამედიცინო აირების სისტემის ოპერატორი
თბილისი, თემქა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@jerarsi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
კლინიკა „ჯერარსი“ აცხადებს ვაკანსიას ჟანგბადის/სამედიცინო აირების სისტემის ოპერატორის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. #2ა)
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა (ყოველ მე-4 დღეს)
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ჟანგბადის და სხვა სამედიცინო აირების მიწოდების სისტემების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
- სისტემის პარამეტრების (წნევა, დონე, მოხმარება) რეგულარული კონტროლი და აღრიცხვა;
- ავარიული და კრიტიკული სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური პირველადი რეაგირება;
- ტექნიკური გაუმართაობების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- ჟანგბადის ბალონებისა და რეზერვუარების უსაფრთხო მართვა და კონტროლი;
- დადგენილი უსაფრთხოების ნორმებისა და პროტოკოლების დაცვა;
- ტექნიკური ჟურნალებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში, სისტემების პროფილაქტიკურ შემოწმებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ტექნიკური ან პროფესიული განათლება (სასურველია ინჟინერიის, ენერგეტიკის ან ტექნიკური მიმართულებით);
- მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური სისტემების მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
- სასურველია ელექტრო და/ან მექანიკური სისტემების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ჟანგბადის/სამედიცინო აირების სისტემის ოპერატორი”
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი’’-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
