დღეს - 13 მაი
სტანდარტი
რეგიონალური მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info.familyhr@gmail.com
ტელეფონი: +995 577 29 24 24
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1900
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- ენები: ქართული
შპს „ფემილი რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე
ლოკაცია: ქუთაისი
კომპანიის შესახებ:
შპს „ფემილი რითეილი“ წარმოადგენს 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდ კომპანიას სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“.
ძირითადი მოვალეობები:
- რეგიონში არსებული მაღაზიების ოპერაციული მართვა და კონტროლი;
- ფილიალების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და გაუმჯობესება;
- მაღაზიების მენეჯერების მართვა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- პროდუქციის მარაგების, ვადებისა და სტანდარტების კონტროლი;
- სანიტარული ნორმებისა და შიდა რეგულაციების დაცვაზე ზედამხედველობა;
- ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია;
- ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურსათო საცალო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ლიდერული და მართვის უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
ანაზღაურება: 1900 ლარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info.familyhr@gmail.com, ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
დამატებითი ინფორმაციისთვის: (+995) 577 29 24 24
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებებს !
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
