დღეს - 24 აპრ
სტანდარტი
სასწავლო პროცესის კოორდინატორი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577044802

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო: საზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 800 - 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება
    ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები განათლების სექტორი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
პროფესიული კოლეჯი (შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი / ანა პოლიტკოვსკაიას 14;
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: სასწავლო ნაწილი
პირდაპირი ხელმძღვანელი: აკადემიური პროცესების მენეჯერი / დირექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით

მთავარი მიზანი:
სასწავლო პროცესის კოორდინატორი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას, მათ შორის სასწავლო გრაფიკის, აკადემიური პროცესის, პრაქტიკული სწავლების და სტუდენტთა აკადემიური ადმინისტრირების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:
  • გეგმავს და კოორდინირებს სასწავლო პროცესს პროფესიული პროგრამების შესაბამისად;
  • ადგენს სასწავლო კალენდარსა და განრიგს;
  • უზრუნველყოფს სწავლის შედეგების მიღწევის მონიტორინგს და ანგარიშგებას;
  • აკავშირებს ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და სტუდენტებს სასწავლო საკითხებზე;
  • ორგანიზებას უწევს პრაქტიკულ და დუალური სწავლების პროცესს პარტნიორ ორგანიზაციებში;
  • უზრუნველყოფს სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასა და სწორი გამოყენების კონტროლს;
  • მონაწილეობს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში (თვითშეფასება, შიდა მონიტორინგი, უკუკავშირის ანალიზი);
  • ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;
  • უზრუნველყოფს სასწავლო დოკუმენტაციის — ჟურნალი, შეფასების ფურცლები, პრაქტიკის ანგარიშები — მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირების, პედაგოგიკის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • პროფესიულ განათლებაში მუშაობის ან აკადემიური პროცესის ადმინისტრირების გამოცდილება – მინ. 2 წელი;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Teams/Google Workspace) ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების ძლიერი უნარები;
  • დოკუმენტებთან ზუსტი და სისტემური მუშაობის უნარი.

სასურველი უნარები:
  • შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა;
  • სწავლა-სწავლების პროცესის ადმინისტრირების გამოცდილება;
  • გუნდურ და მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • მონაწილეობას კოლეჯის სტრატეგიული განვითარების პროცესებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: hr@safetyacademia.edu.ge
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.
საწყისი ხელფასი შეადგენს 800 - 1500 ლარს (გამოცდილების მიხედვით).
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები
უნიკალური ნახვები