15 აპრ - 14 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - ენები: ინგლისური
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ბრენდის წარმომადგენელი - საღებავების მიმართულებით“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია და ახალი კლიენტების მოძიება;
- კომპანიის (ფავორის) საღებავების პრეზენტაცია და პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებით;
- მსხვილი პროექტების იდენტიფიცირება და დიდი მოცულობის შეკვეთების მოზიდვა;
- მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, პირობებზე და გრძელვადიანი თანამშრომლობების ჩამოყალიბება;
- პოტენციური და არსებული კლიენტების ინფორმირება პროდუქტის უპირატესობებზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე და გამოყენებაზე;
- კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და კლიენტთან ურთიერთობის შენარჩუნება;
- ბაზრის მონიტორინგი – კონკურენტების, ფასების და ტენდენციების ანალიზი;
- გაყიდვების არხების განვითარება და ახალი შესაძლებლობების მოძიება;
- კლიენტების ბაზის მართვა და მუდმივი განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამღებრო მასალების ან სამშენებლო პროდუქტების ცოდნა;
- B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში – ჩაითვლება უპირატესად);
- მოლაპარაკების და გაყიდვების ძლიერი უნარები;
- კლიენტებთან ურთიერთობის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XsXE1hq
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
