დღეს - 15 მაი
სტანდარტი
შეფ-მზარეული
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info.familyhr@gmail.com
ტელეფონი: +995 577 29 24 24
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 10-დან 15 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ლოკაცია: ქუთაისი
შპს „ფემილი რითეილი“ ეძებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე შეფ-მზარეულს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს განვითარებას, შექმნის გამორჩეულ მენიუს და უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კანდიდატს დახვდება სრულად გამართული, ჰასპის (HACCP) სტანდარტებით ორგანიზებული, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი საწარმო, დაკომპლექტებული პროფესიონალი მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის გუნდით (70–80 თანამშრომელი).
თქვენი მთავარი ფოკუსი იქნება:
- სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაცია, კერძების გემოვნური სტანდარტების დახვეწა და მენიუს განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს დაგეგმვა, განახლება და ინოვაციური რეცეპტების შექმნა
- კერძების გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების დანერგვა და კონტროლი
- პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლი და სტანდარტიზაცია
- სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა
- გუნდის მართვა, მოტივაცია და განვითარება
- თანამშრომლების ტრენინგი და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა
მოთხოვნები:
- მინიმუმ 10–15 წლიანი პროფესიული გამოცდილება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(15-20 პერსონის მართვა)
- ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს ღრმა ცოდნა
- ცივი/ცხელი კერძებისა და ხორცის დამუშავების მაღალი კომპეტენცია
- მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- საქართველოს მასშტაბით კონკურენტულ ანაზღაურებას
- სრულად გამართულ სამუშაო ინფრასტრუქტურას
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
- კარიერული ზრდისა და თვითრეალიზაციის რეალურ შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info.familyhr@gmail.com, ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს,
ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
დამატებითი ინფორმაციისთვის: (+995) 577 29 24 24
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებებს !
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
