დღეს - 15 მაი
სტანდარტი
უმცროსი ბუღალტერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
კომპანია ,,გასა’’ GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება
  • დებიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების რეგულარული მომზადება და ნაშთების შეჯერება
  • საბუღალტრო ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის შემოწმებასა და თვის/წლის დახურვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა
  • აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო თეორიული ნაწილის სიღრმისეული ცოდნა
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (ბალანსი, 1C ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
მისამართი: თბილისი, კოსტავას N 14

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@GASA.GE

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები