დღეს - 16 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება - ენები: ქართული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ობიექტის საოპერაციო კოორდინატორი - ლოგისტიკის განყოფილება
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ობიექტის საოპერაციო კოორდინატორის ძირითადი ამოცანაა თიბისი ბანკის ლისის სათავო ოფისის მხარდაჭერა, ობიექტის გამართული ფუნქციონირების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები
- ობიექტზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების სრული ოპერაციული მართვა;
- სამუშაოების გეგმის (timeline) კონტროლი და შესრულების პროგრესის მართვა;
- კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მიღება (acceptance);
- სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა ნახაზებთან, დიზაინთან და ტექნიკურ დავალებასთან;
- კრიტიკული საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- უსაფრთხოების ნორმების (HSE) დაცვაზე კონტროლი;
- ცვლილებების მართვა და მათი იმპლემენტაცია;
- რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- ყოველდღიური და ყოველკვირეული პროგრესის რეპორტინგი;
- შიდა გუნდებსა და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია (stakeholders);
- პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
კვალიფიკაცია
- საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პიროვნული თვისებები
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/ymW9f
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
