დღეს - 16 მაი
სტარტი
ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@smotors.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - ენები: ქართული
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერის/კონსულტანტის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "ესმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
- როგორც მებითუმე, ასევე საცალო მომხმარებლების მომსახურება;
- მომხმარებლებთან მიმდინარე კონტაქტების უზრუნველყოფა;
- პროდუქტზე უკუკავშირის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმირება;
- პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.
- პროდუქციის მიღება საწყობიდან და შემდეგ მისი რეალიზაცია
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; მარაგების რეგულარული კონტროლი.
- სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
- უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- დამწყებთათვის თვიან ანაზღსურებად სწავლებას ;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „ეს მოტორსი “-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
