დღეს - 15 მაი
სტანდარტი
საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები საბითუმო გაყიდვები, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები საბითუმო გაყიდვები, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას, ახალი კლიენტების მოძიებას, არსებული პორტფელის განვითარებას და გაყიდვების შედეგების ზრდას.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00 სთ;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე);
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბითუმო და კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და შედეგებზე ორიენტირება;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და არსებული პორტფელის გაფართოება;
  • მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება;
  • ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
  • ფასების და კომერციული შეთავაზებების შემუშავება;
  • კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა და ლოიალობის ზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი ან დაკავშირებული სფერო);
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B ან საბითუმო მიმართულებით);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: careerlane.hrhub@gmail.com 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვები
საბითუმო გაყიდვები,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები