დღეს - 20 მაი
სტანდარტი
სატენდერო და პროექტების ადმინისტრირების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gtgroupe.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ტენდერი/კონკურსი
ტენდერი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ტენდერი/კონკურსი
ტენდერი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
GT Group არის საქართველოში მოქმედი მრავალპროფილიანი სისტემური IT ინტეგრატორი კომპანია, რომელსაც აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანია თანამშრომლობს 50-ზე მეტ წამყვან საერთაშორისო IT ბრენდთან და ემსახურება 100-ზე მეტ წარმატებულ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას.
GT Group სთავაზობს თანამედროვე და ინოვაციურ IT გადაწყვეტილებებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სისტემურ ინტეგრაციას, კიბერუსაფრთხოებას, ქსელურ ინფრასტრუქტურას, მონაცემთა შენახვას და დამუშავებას, ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, მონიტორინგისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს.
კომპანიის მთავარი ღირებულებებია ინოვაცია, ხარისხი, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები.
პოზიცია:
სატენდერო და პროექტების ადმინისტრირების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–18:00
ძირითადი მოვალეობები:
- ტენდერების მონიტორინგი და შესაბამისი შესაძლებლობების იდენტიფიცირება / რეპორტინგი;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სრული ადმინისტრირება;
- ტენდერის პირობების ანალიზი და საჭირო დოკუმენტების სიის განსაზღვრა;
- საკვალიფიკაციო და გამონაკლისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ფასების ცხრილების მომზადება და კონტროლი;
- ტენდერებში მონაწილეობის პროცესის ორგანიზება და პლატფორმებზე ატვირთვა;
- საბანკო გარანტიების მომზადებისა და მიღების პროცესის კოორდინაცია;
- მოგებული ტენდერების შემდგომი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
- გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი (შეკვეთა, მიწოდება, მომსახურება);
- მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და პროცესის კონტროლი;
- მიმდინარე ხელშეკრულებების შესრულების სტატუსის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- პროექტებისა და ტენდერული აქტივობების რეგულარული რეპორტინგი;
კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია: ტექნიკური მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება ან სამართალი);
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1–3 წელი ან მეტი);
- სახელმწიფო შესყიდვების პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
- IT ინტეგრატორის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- იურიდიული დოკუმენტაციის ან ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დოკუმენტაციის მომზადებისა და ადმინისტრირების მაღალი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gtgroupe.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები
უნიკალური ნახვები
