დღეს - 20 მაი
სტანდარტი
ლოგისტიკის კოორდინატორი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, მარაგების მართვა/Inventory, მარაგების პროგნოზირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, მარაგების მართვა/Inventory, მარაგების პროგნოზირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს „ქართული ლუდის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის - ის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობო სივრცეებში პროდუქციის გადანაწილების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- პროდუქტის სწორ ლოკაციებზე განთავსების კონტროლი;
- სხვადასხვა საწყობს შორის პროდუქციის გადაადგილების ორგანიზება;
- მარაგების დონის მონიტორინგი და სივრცეების ოპტიმალური გამოყენება;
- საწყობის დატვირთულობის ანალიზი და ეფექტური განაწილების შეთავაზება;
- ყოველდღიური ნაშთების და გადაადგილებებისა კონტროლი კომპანიის სტრუქტურის შესაბამისად;
- სატრანსპორტო პროცესებისა და თანამშრომლების კოორდინაცია ეფექტური ლოგისტიკური ოპერაციების უზრუნველსაყოფად;
- სატრანსპორტო საშუალებების (ტრაილერები) მართვა და ეფექტური გამოყენების ორგანიზება;
- სატვირთო ავტომობილების გამოყენების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაციის განხორციელება;
- დისტრიბუციისა და გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით);
- Microsoft Excel-ის ცოდნა (საშუალო დონეზე);
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი,
მარაგების მართვა/Inventory,
მარაგების პროგნოზირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
