დღეს - 24 მაი
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 500 44 44 05
მისამართი: ქ.ბათუმი გურამიშვილის შესახვევი N20

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    კორპორატიული სერვისები აუთსორსინგი/ოფშორინგი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • ენები: ქართული
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი (B2B მიმართულება)
კომპანია: შპს "რომბი უსაფრთხოება" (Rombi Safety)
მდებარეობა: ბათუმი, დავით გურამიშვილის შესახვევი N20

შპს ,, რომბი უსაფრთხოება,, არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების დაცვას, ზედამხედველობას და მონიტორინგს ბიზნეს სექტორში ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულებით. კომპანიას აქვს 100+ წარმატებული პროექტი. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომსახურებას ვუწევთ სხვდასხვა ტიპის ობიექტებს მათ შორის მშენებლობა, რესტორნები, სასტუმროები, ქარხნები და ასე შემდეგ.
შპს ,,რომბი უსაფრთხოება,, -ის გუნდის წევრობა ნიშნავს დიდ გამოცდიელბას, კარიერულ წინსვლას, ჯანასაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

შპს "რომბი უსაფრთხოება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვაფართოებთ საქმიანობას: ვხსნით შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) მაღაზიას.

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული გაყიდვები (B2B): პოტენციური კლიენტების (სამშენებლო, დეველოპერული და სხვა კომპანიები) მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება.
  • პროდუქციის რეალიზაცია: შრომის უსაფრთხოების ინვენტარის (PPE) გაყიდვების მართვა.
  • სერვისების შეთავაზება: კომპანიის მომსახურებების (შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგი, გაზომვები, HACCP) პრეზენტაცია და გაყიდვა.
  • გრძელვადიანი პარტნიორობა: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კორპორატიული მიმართულებით).
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი.
  • საკუთარი ავტომობილი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი).

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
ფიქსირებული ხელფასი: 600 ლარი (ერთი თვე გამოსაცდელი ვადით) გაზრდის პერსპექტივით.

უნიკალური დაგროვებადი ბონუსი: მომსახურების გაყიდვის შემთხვევაში, თქვენი ბონუსი არ არის ერთჯერადი. დანამატი გერიცხებათ ყოველთვიურად, მანამ, სანამ კლიენტი სარგებლობს ჩვენი სერვისით (მაგ: ხელშეკრულების ვადით).

შემოსავლის პოტენციალი: დაგროვებადი ბონუსების სისტემით თქვენი ყოველთვიური ანაზღაურება შეიძლება გაიზარდოს 5000 ლარამდე.

ტექნიკური მხარდაჭერა: კორპორატიული ნომერი (ბალანსის შევსებით) და საკუთარი ავტომობილის შემთხვევაში — საწვავით სრული უზრუნველყოფა.

სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rombisafety@gmail.com


გასაუბრება: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება 30 აპრილს.

საკონტაქტო ნომერი: +995 500 44 44 05
მისამართი: ბათუმი, დავით გურამიშვილის შესახვევი N20
გაყიდვები
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები