დღეს - 21 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ქართული
“დილისკარი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (B2B/ Horeca).
“დილისკარი” პურის ცხობის არტიზანულ კულტურას აცოცხლებს და ქართულ ტრადიციებს თანამედროვე ინდუსტრიაში ამკვიდრებს. ბრენდი ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მფლობელია ქართულ ბაზარზე, ჩვენი პარტნიორები კი Horeca სექტორის წამყვანი რესტორნები და პრემიუმ კლასის ობიექტები არიან.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებასა და გაყიდვების არეალის გაფართოებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ბიზნეს-პარტნიორების (Horeca სექტორი, რითეილი) აქტიური მოძიება და მოზიდვა;
- პროდუქციის პრეზენტაცია პოტენციურ პარტნიორებთან და სადეგუსტაციო პროცესის ორგანიზება;
- კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმართვა;
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა;
- გაყიდვების გეგმების ორგანიზება, შესრულება და პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან/და ჰორეკა სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- პროდუქტის ეფექტური პრეზენტაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- პრეზენტაციებზე მუშაობის (PowerPoint/Canva) და MS Office პროგრამების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 25 საათი);
- სამუშაო მოდელი: ჰიბრიდული;
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: contact@diliskari.ge
გაიგეთ მეტი ბრენდის შესახებ: https://www.facebook.com/diliskari
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
