დღეს - 21 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქებში - ქუთაისი, ხონი, სამტრედია, მარტვილი, ხობი, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხელვაჩაური, ბათუმი- უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქუთაისის, ხონის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ფოთის, ხელვაჩაურის, ბათუმის ფილიალები.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
პოზიციის შესახებ
პოზიცია მოიცავს კომპანიის მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას, მათთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას, მიკრო სესხების (აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო) დამუშავებასა და გაცემას, ინფორმაციის ანალიზსა და კომიტეტზე წარდგენას. პოზიცია მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას, ორგანიზებულობას, ანალიტიკურ აზროვნებას და დამარწმუნებელ კომუნიკაციას, სესხის გაცემის პროცესის სრულ ადმინისტრირების უზრუნველყოფას.
პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად არ არის აუცილებელი შესაბამისი გამოცდილების ქონა — მთავარია გქონდეთ ინტერესი, მოტივაცია, სწავლის სურვილი და იყოთ მიზანდასახული.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა;
- განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XSgPv9Pc
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
