დღეს - 22 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
საკვების წარმოება - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური,რუსული
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge
კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - გამარჯვება
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შაბათი 09:00-16:00.
ანაზღაურება - 2500 ლარი (ხელზე ასაღები);
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან ან რუსთავისდან); კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- მზა პროდუქციის მიღება-გაცემა, კონტროლი და შესაბამისი პროგრამული აღრიცხვა;
- პროდუქტების შეკვეთის მიხედვით, ავტომობილების დატვირთვის პროცესის ორგანიზება, კონტროლი;
- საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- სასაწყობე ნაშთების აღრიცხვა/კონტროლი;
- მზა პროდუქციის სტატუსების კონტროლი და შესაბამისი მარკირებების უზრუნველყოფა;
- გუნდის მართვა, დავალებების სწორად განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესის გაუმჯობესება/ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
- საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად;
- საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება;
- კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
- მოთხოვნის შესაბამისად ხარისხობრივი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქციის ნიმუშების ლაბორატორიისთვის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საწყობის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური (B1) და რუსული ენის (A2) დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MC. Excel, Word);
- სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული აზროვნება;
- პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პრობლემებზე დროული რეაგირების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- დისციპლინარულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/xN9xE
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
