დღეს - 25 აპრ
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თნამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჯიუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად, როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული ნიშნით ინგლისურენოვან პროგრამაზე; “კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი:
პროფესორი - 3 შტატი
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის/მათემატიკის/ინჟინერიის მიმართულებით. ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა (სასწავლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების მიმართულებების აღწერით).
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, რაც უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტური მტკიცებულებით
ასოცირებული პროფესორი - 4 შტატი
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის/მათემატიკის/ინჟინერიის მიმართულებით. ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.
- დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- აკადემიური საქმიანობის ხედვა (სასწავლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების მიმართულებების აღწერით).
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, რაც უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტური მტკიცებულებით.
ასისტენტ პროფესორი -4 შტატი
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმატიკის/მათემატიკის/ინჟინერიის მიმართულებით.
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები
- დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა.
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:
- არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, რაც უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტური მტკიცებულებით.
ასისტენტი - 3 შტატი
- კანდიდატს უნდა იყოს დოქტორი ან დოქტორანტი, ინფორმატიკის/მათემატიკის/ინჟინერიის მიმართულებით.
- დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით შესაბამის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
- ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე, რაც უნდა იყოს დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტური მტკიცებულებით.
უცხო ენის კომპეტენციის დადასტურება
- უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:
- უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების ქონა, რომელიც შეესაბამება პროგრამის სწავლების ენას;
- პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენა;
- საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარებული შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დადასტურება.
დამატებითი საკონკურსო კრიტერიუმები
იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:
- შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, მიღებული სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
- პროფესიული განვითარების აქტივობებში (ტრენინგები, სემინარები, ვორქშოფები და სხვ.) მონაწილეობა;
- ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლების ან/და სწავლის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში ან/და საერთაშორისო პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ფორმატში.
- ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით).უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ეტაპები
- პირველი ეტაპი - კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკუსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
- მეორე ეტაპი - მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
- აკადემიური კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს საერთაშორისო უნივერისტეტ ჯიუს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში.
საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია, დამტკიცებიდან ხუთი დღის ვადაში.
კონკურსის ვადები
ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 22 აპრილიდან 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით;
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 26 მაისიდან 01 ივნისის ჩათვლით (ელექტრონულად hr@giu.edu.ge);
კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2026 წლის 02 და 03 ივნისს;
კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 05 და 08 ივნისს (გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ). კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება;
კონკურსის პირველადი შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2026 წლის0 11 ივნისს
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2026 წლის 12 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 19 ივნისს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giu.edu.ge,
დეტალები იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://giu.edu.ge/ (წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობა და მიმართულება)
საკონტაქტო ელ. ფოსტა hr@giu.edu.ge
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
