დღეს - 23 მაი
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება კომერციულ დეპარტამენტში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: internship@aptos.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა გაყიდვები კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
კვლევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური,ესპანური,გერმანული
Aptos აცხადებს 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას კომერციულ დეპარტამენტში
თუ გინდა დაიწყო კარიერა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართულ კომპანიაში და განვითარდე კომერციული მიმართულებით — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
Aptos ესთეტიკური მედიცინისა და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა, რომლის ისტორია 1996 წლიდან იწყება. კომპანიის დამფუძნებელმა, პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ, შექმნა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას — ძაფებით ლიფტინგს.
Aptos არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც მიღებული აქვს CE ნიშანი სამედიცინო პროდუქტზე, რაც საშუალებას აძლევს პროდუქცია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გაიტანოს. დღეს Aptos-ის პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 90 ქვეყანაში, ხოლო 2021 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე გადის „Made in Georgia“ ნიშნით.
დეტალური ინფორმაცია: https://aptos.global/
პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაზე და მიზნად ისახავს საუკეთესო კანდიდატების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში.
სტაჟირების განმავლობაში მონაწილეები გაივლიან სრულფასოვან ონბორდინგს, ჩაერთვებიან რეალურ პროექტებსა და სამუშაო პროცესებში, იმუშავებენ მენტორის მხარდაჭერით და შეიძენენ საერთაშორისო ბაზარზე მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.
მოთხოვნები
აუცილებელი უნარები
პირობები
ბენეფიტები
შერჩევის პროცესი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 25 მაისამდე გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: internship@aptos.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ:
„სტაჟირება კომერციულ დეპარტამენტში“
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ეკონომიკა ან მომიჯნავე სფერო)
- მინიმუმ ერთი უცხო ენის მაღალ დონეზე ფლობა (ინგლისური, გერმანული, ესპანური ან სხვა)
აუცილებელი უნარები
- ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დროის ეფექტური მართვის უნარი
- სწრაფი სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი
- გუნდში მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი
- პროაქტიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა
პირობები
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:30 – 18:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის ქ. #15
- ანაზღაურება: 500 ლარი
ბენეფიტები
- უზრუნველყოფილი კვება
- კომპანიის ტრანსპორტი (მეტრო ↔ ოფისი)
შერჩევის პროცესი
- პირველადი გასაუბრება
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელებთან
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 25 მაისამდე გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: internship@aptos.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ:
„სტაჟირება კომერციულ დეპარტამენტში“
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „აპტოს“-ის ან შპს „აპტოს“-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს „აპტოს“, ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მართვა
გაყიდვები
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები