დღეს - 23 მაი
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
ტვირთის საწყობში მიღება, დახარისხების პროცესში ჩართულობა და შესაბამის სისტემაში ასახვა;
სამუშაო პროცესების განაწილება გუნდის წევრებს შორის და მათი შესრულების ზედამხედველობა;
ტვირთის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა შესაბამის მხარეებზე;
პრობლემური შემთხვევების იდენტიფიცირება და ოპერატიული რეაგირება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
ფიქსირებულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
ძირითადი მოთხოვნები:
შრომისუნარიანობა;
ორგანიზებულობა;
საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
პუნქტუალურობა;
კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი 10:00 საათიდან 18:30 საათამდე; შაბათი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
ლოკაცია: ვაკე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0
