დღეს - 23 მაი
ვიპ
სამედიცინო წარმომადგენლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

საშტატო განაკვეთი: მთლიანი საშტატო განაკვეთი.
მდებარეობა: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი.

ძირითადი მოვალეობები:
  • მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან.
  • მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.
  • მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში.
  • გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება.
  • შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel).
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
  • ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.
  • არაკონფლიქტურობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მუშაობის გრაფიკი:
მთლიანი საშტატო განაკვეთი. დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე darbaiselieka5@gmail.com

"Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი" და თქვენი სახელი და გვარი.

სამედიცინო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები