დღეს - 23 მაი
სტარტი
სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
იმედი L აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერი (ავტო, ქონება),
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- შემთხვევების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია;
- მომხმარებლისთვის შესაგროვებელი საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შემთხვევის პირველადი შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
- საჭირო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ პირველადი ანგარიშის მომზადება და სადაზღვევო შემთხვევების ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად;
- დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, სადაზღვევო შემთხვევის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან სადაზღვევო სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით;
- უპირატესად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
აუცილებელი უნარები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- აქტიური მოსმენის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
- აზროვნების სისხარტე
- ორგანიზებული და მოწესრიგებული
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
- კეთილგანწყობილი და თავაზიანი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/hhuMPCMc
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
დაზღვევა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
