დღეს - 26 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- ენები: ქართული
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის შესახებ:
კომპანია "ესმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- მარკეტინგული აქტივობების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა განხორციელებაზე ზრუნვა;
- სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა და შესრულების პროცესის მართვა;
- სარეკლამო და მარკეტინგული ქსელის აწყობა და მართვა;
- მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, მარკეტინგული ღონისძიებების სიახლეებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების ზრდა; მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა და მედია საშუალებების, სოციალური ქსელებისა და ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება;
- ბეჭდური მასალების დიზაინის შემუშავება და/ან რედაქტირება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად;
- სარეკლამო განცხადებებისთვის კრეატიული ტექსტების შექმნა სტატიკური თუ დინამიური პოსტებისთვის (Copywriting);
- საიტის მართვა, ინფორმაციის დამუშავება, ვებ გვერდის ფუნქციონალის და კონტენტის განახლება და განვითარება, საიტის ვიზუალური სტილის შემუშავება და მართვა.
- სოციალური ქსელების და საძიებო სისტემების ანალიტიკა, ციფრული არხების საშუალებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა;
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის, ან მონათესავე სფეროებში)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- კრეატიული და გონება გახსნილი აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- დამოუიკიდებლად მუშაობის უნარი;
- მაღალი ემოციური ინტელექტი;
ჩვენ გთავაზობთ:
მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „SMOTORS“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
