დღეს - 26 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-19:00 საათი;
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ოფისის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა;
- ინვენტარის გამართულობაზე ზრუნვა;
- ინფრასტრუქტურის გამათულ მუშაობაზე ზრუნვა;
- ახალი ინფრასტრუქტურისთვის ადგილის მიჩენა, სპეციფიკაზე მორგება;
- ინვენტარიზაცია, თბილისის და რეგიონალურ ოფისებში;
- ინვენტარის გამოყოფა ახალ თანაშრომლებზე;
- თანამშრომლის წასვლისას ინვენტარის ჩამოწერა და შესაბამისი რგოლების ინფორმირება;
- მარაგების კონტროლი და შევსება (ყავა, შაქარი, კოვზი, ჭიქა, საკანცელარიო საქონელი);
- შემოვლები ინფრასტრუქტურის და მარაგების კონტროლის მიზნით;
- კომპანიის დოკუმენტ ბრუნვის წარმოება ;
- დოკუმენტაციის ვიზირების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- დოკუმანტაციის დაარქივება;
- არქივის წესრიგზე ზრუნვა;
- კორესპოდენციის აღრიცხვა, მიღება, გაგზავნა;
- საჭიროებისამებრ კონფედენციალური საბუთების ადრესატთან მიტანა/წამოღება;
- გუნდის შიგნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
- ადმინისტრაციის მხრიდან დასაგეგმ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან ადმინისტრაციულ საქმიანობიდან გამომდინარე სხვა და
- სხვა დავალებების მიღება და შესრულება;
- ყოველკვირეული რეპორტინგი, უშუალო ხელმძღვანელთან;
- სამუშაო დღის დასრულებისას ოფისის შემოვლა და ტექნიკის გათიშვა/შემოწმება უსაფრთხოების წესების დაცვით.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft - პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ლოგოების ვექტორიზაციისა და სამუშაო ფაილების (AI, EPS, SVG ფორმატებში) მომზადების უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ადმინისტრაციის მიმართულებით გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უკუკავშირის მიღების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- ინიციატივის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი;
- მიდევნებისა და კონტროლის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება - 1300 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Di4ZtLg
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
