დღეს - 27 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიები ინფორმაციის უსაფრთხოების ანალიტიკა, კიბერუსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიებიინფორმაციის უსაფრთხოების ანალიტიკა, კიბერუსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა (Digital)
ადგილმდებარეობა: სათაო / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება
მოქმედების ვადა: 15/05/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში — ციფრული განვითარების ლიგაში — ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორს, რომელიც დაეხმარება ლიგას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინტერნეტ და მობაილ ბანკის ახალი ფუნქციონალის განვითარებისა და მხარდაჭერის პროცესებში. ჩვენი მიზანია, რომ უსაფრთხოება იყოს ჩაშენებული დეველოპმენტის ყველა ეტაპში — საწყისი იდეიდან პროდუქტის გაცოცხლებამდე — თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების დაცვის უზრუნველყოფით.
ეს პოზიცია განსაკუთრებით შეეფერება (თუმცა არ არის მხოლოდ ამით შეზღუდული) ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება Software Development-ში ან მასთან დაკავშირებულ პროცესებში და სურთ უსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელონ კარიერა.
ასევე ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ და განვითარდნენ.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს:
რას გააკეთებ:
კვალიფიკაცია
უნარები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yxkfG

- მაღალი ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალების შემჩნევის უნარი
- კომპლექსურ გარემოში დიდი სურათის დანახვის და მნიშვნელოვანი ელემენტების დაკავშირების შესაძლებლობა
- კარგი ანალიტიკური უნარები
- ინიციატივის გამოჩენის უნარი პრობლემების აღმოჩენის, კვლევისა და გადაწყვეტის პროცესში
რას გააკეთებ:
- პროდუქტის განვითარების გუნდებთან კოლაბორაცია - თანამშრომლობა დეველოპერებთან, სისტემისა და ქსელის ინჟინრებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა შესაბამის გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს აპლიკაციებისა და დაკავშირებული კომპონენტების უსაფრთხო დიზაინი, განვითარება, ტესტირება, დანერგვა და მონიტორინგი.
- უსაფრთხოების მოთხოვნების ფორმულირება და დანერგვა - აპლიკაციებისა და სისტემების უსაფრთხოების მოთხოვნების ჩამოყალიბება, მათი კომუნიკაცია განვითარების გუნდებთან და შესრულების მონიტორინგი.
- უსაფრთხოების არქიტექტურის შეფასება და გაუმჯობესება - აპლიკაციებისა და სისტემების უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა, რისკების შეფასება და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
- კოდის უსაფრთხოების ანალიზის შედეგებთან მუშაობა - სტატიკური კოდის ანალიზის სისტემების მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გადამოწმება, შესწავლა, კატეგორიზაცია და პრიორიტეტიზაცია.
- შეღწევადობის ტესტირების პროცესის მართვა - სისტემებზე შეტევის სიმულაციის (შეღწევადობის ტესტირება) სრული პროცესის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა, აღმოჩენილი ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება.
- ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვაში მონაწილეობა - პროდუქტებთან და მათ მხარდამჭერ სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციაში, შეფასებასა და მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა.
- ცნობიერების ამაღლების პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება - პროდუქტისა და ბიზნეს განვითარების გუნდებისთვის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შექმნა, დაგეგმვა და პრაქტიკაში განხორციელება.
- უსაფრთხოების ინციდენტების მართვაში მონაწილეობის მიღება - დაკავშირებულ სისტემებსა და პროდუქტებში უსაფრთხოების ინციდენტების კვლევის, ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია
- განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- ენები: ინგლისური ენა - ძალიან კარგი (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია)
უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ინიციატივისა და დამოუკიდებლობის უნარი
- კომუნიკაციის ძლიერი უნარი
- ენთუზიაზმი და მუდმივი განვითარების სურვილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Software Development პროცესებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების კარგი ცოდნა
- ვებ და მობილური ტექნოლოგიების ცოდნა
- Web Application Firewall‑ებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- პროგრამირების ენების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (მნიშვნელოვანი უპირატესობა)
- ახალი პროგრამული ენებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პროგრამული უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა (მნიშვნელოვანი უპირატესობა), მათ შორის:
- OWASP
- SAMM
- CWE Top 25
- NIST SP 800‑115
- ან სხვა ინდუსტრიის სტანდარტები
- საფრთხეების მოდელირების ჩარჩოების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად), მაგალითად:
- STRIDE
- OCTAVE
- MITRE ATT&CK
- VAST
- უსაფრთხოების გავრცელებული სისუსტეების და შეტევის ვექტორების ცოდნა
- კომპლექსური სისტემების, აპლიკაციების და პრობლემების მცირე კომპონენტებად დაშლისა და ანალიზის უნარი
- რთული ტექნიკური საკითხებისა და რისკების ეფექტური კომუნიკაციის უნარი:
- დეველოპერებთან
- IT ინჟინრებთან
- პროდუქტის განვითარების გუნდთან
- ბიზნესის წარმომადგენლებთან
- საძიებო სისტემების ძალიან კარგი გამოყენების უნარი (ტექნიკური კვლევა, ინფორმაციის მოძიება და ა.შ.)
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yxkfG
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

საბანკო
სხვა
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციის უსაფრთხოების ანალიტიკა,
კიბერუსაფრთხოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში