შემდეგი
დღეს - 27 მაი
ვიპ
დირექტორის თანაშემწე / გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vgTamaz@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი გაყიდვებიგაყიდვების მენეჯმენტი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
„კვარი ჯგუფი“ (Kvari Group) სპეციალიზებული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია ფასადების მოპირკეთების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი და ერთადერთი მიმართულებაა ვენტილირებადი ფასადების მოწყობა. კომპანია მუშაობს ისეთი მასალებით, როგორიცაა: ალუმინის კომპოზიტი, კერამოგრანიტი HPL პანელები და სხვა ჩვენი მიზანია ამ პროფესიულ სეგმენტში ლიდერის პოზიციის გამყარება და მომხმარებლისთვის ენერგოეფექტური, გამძლე და ვიზუალურად გამორჩეული ფასადების შეთავაზება. ჩვენ ვქმნით ენერგოეფექტურ და თანამედროვე სტანდარტების პროდუქტს ქართული ბაზრისთვის.
კვარი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას: დირექტორის თანაშემწე / გაყიდვების მენეჯერი (საოფისე)
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვები ოფისიდან: პოტენციური კლიენტების (დეველოპერები, არქიტექტორები, კერძო დამკვეთები) ბაზების დამუშავება, სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქტის (ვენტილირებადი ფასადები) დისტანციური პრეზენტაცია.
- სოციალური მედიის მართვა: კომპანიის Facebook და Instagram გვერდების კონტროლი, შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერი რეაგირება და პოტენციური კლიენტების „რეალურ დამკვეთებად“ გარდაქმნა.
- დირექტორის დავალებები: დირექტორის სამუშაო განრიგის დაგეგმვა, შეხვედრების ორგანიზება და სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
- ოფისის მენეჯმენტი: ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, დოკუმენტბრუნვის წარმოება (ხელშეკრულებები, კორესპონდენცია) და სტუმრების მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო/ტექნიკური მიმართულებით).
- სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის უნარი (კომუნიკაციის დონეზე).
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (გამართული წერა და მეტყველება).
- MS Office-ის (Excel, Word) პროგრამების ცოდნა.
- ენერგიულობა, დისციპლინა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს ყოველი რეალიზებული პროექტიდან.
- კომფორტულ საოფისე გარემოს.
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vgTamaz@gmail.com
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები