დღეს - 27 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - უმცროსი იურისტი - კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის,ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
- ჯგუფის უფროსის ზედამხედველობით ხელშეკრულებების და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (საბანკო/არასაბანკო);
- ჯგუფის უფროსის ზედამხედველობით შეთანხმებების გადახედვა და რევიზია;
- დოკუმენტაციის სიზუსტის და ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საოპერაციო საკითხებზე რეაგირება
- შიდა სისტემებში (მაგ., Jira ან სხვა task management პლატფორმა) დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული პასუხი;
- შესაბამის ბიზნეს ერთეულებთან კომუნიკაცია ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების ფარგლებში;
- მცირე და სტანდარტულ სამართლებრივ საკითხებზე დამოუკიდებელი რეაგირება.
ტრანზაქციული პროცესების მხარდაჭერა
- მხარდაჭერა მიმდინარე ტრანზაქციებში;
- დოკუმენტის ანალიზის და ინფორმაციის დამუშავების შესრულება.
- მცირე და საშუალო სირთულის ოპერაციული სამართლებრივი საკითხების გადაჭრა;
- სტანდარტული დოკუმენტაციის სიზუსტე და დროული მიწოდება;
- შიდა მოთხოვნებზე რეაგირების ეფექტიანობა.
კვალიფიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული განათლება: ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი სამართალში (სასურველი);
- საბანკო ან კორპორატიული სამართლის საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა და პროფესიული კომუნიკაცია);
- განვითარებული ტექნიკური უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტებზე მაღალ დონეზე მუშაობას (მათ შორის, დრაფტინგის, რედაქტირების და ფორმატირების კუთხით);
- სამართლებრივი კვლევის (legal research) ძლიერი უნარები (აუცილებელი).
- MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Word და Excel) ეფექტიანად გამოყენების უნარი;
- საფინანსო სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yynxx
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
