დღეს - 06 მაი
სტარტი
ძალოვანი ტრანსფორმატორების მოძრავი  საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, არქივი
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შეკეთება / მონტაჟი ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, არქივი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები კომუნალური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
პოზიციის დასახელება: ძალოვანი ტრანსფორმატორების მოძრავი საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია”
სამუშაო ადგილები: მოძრავი საამქრო
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 6 მაისი, 2026 წ.

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ძალოვანი ტრანსფორმატორების მოძრავი საამქროს უმცროსი სპეციალისტი/სტაჟიორის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • კომპანიის მფლობელობაში არსებული 10/6/0,4-0,22 კვ-ის ძალოვანი ტრანსფორმატორების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოება.
  • ტრანსფორმატორების სარემონტო საამქროში არგონით შედუღების კვალიფიციური სამუშაოების შესრულება (სასურველია აირშედუღებისა და ელ შედუღების სამუშაოების წარმოება)
  • ტრანსფორმატორების სარემონტო და ზეთის დამამუშავებელი მოწყობილობების ზედმიწევნით ცოდნა, მათი სწორი ექსპლუატაცია საქარხნო ინსტრუქციებისა და ელ. დანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით, მოწყობილობებზე მარტივი სახის დაზიანებების აღმოფხვრა.
  • ყოველი კონკრეტული სამუშაოს მიმდინარეობაში, უზრუნველყოფს სამუშაოების დროულ და ხარისხიანად შესრულებას.
  • სამუშაო ადგილის უშუალო დათვალიერება და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა
  • ამწე მექანიზმებით ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა
  • ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხო წარმოებაში, გრაგნილების დახვევისა და სატრანსფორმატორო ზეთების დამუშავების პროცესში მონაწილეობა
  • ტრანსფორმატორების შრობის პროცესში მონაწილეობა

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება.
  • უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლები 4 წლის გამოცდილება.
  • არგონის აპარატით შედუღების სამუშაოების ჩატარების ცოდნა
  • უსაფრთხოების მე-IV–ე საკვალიფიკაციო ჯგუფი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (აუცილებელია ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე:
vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 6 მაისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს
თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
შეკეთება / მონტაჟი
ელექტრო მონტაჟი და შეკეთება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
არქივი
ნახვები
უნიკალური ნახვები