დღეს - 27 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
შედუღება შეკეთება / მონტაჟი შედუღება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
შედუღება შეკეთება / მონტაჟიშედუღება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
მინა, კერამიკა და ბეტონი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ზეინკალ-შემკეთებლის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: რუსთავი, მშენებელთა ქუჩა 70.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,08:00-17:00.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო მექანიკური მანქანა-დანადგარების და მათი კვანძების დეტალების სარევიზიო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;
- წარმოებაში არსებული მექანიკური მანქანა-დანადგარების სამონტაჟო და სადემონტაჟო სამუშაოების წარმოება;
- წარმოებაში არსებული მექანიკური დანადგარების პრევენციული ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
- საჭიროების შემთხვევაში საგანგებო, დაუგეგმავი, სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- მიღებულ დავალებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა და ზედმიწევნით შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
- დახურულ სივრცეში სამუშაოების წარმოება;
- მაღლივ სივრცეში სამუშაოების წარმოება;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
სასურველია გქონდეთ:
- სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- ნახაზების წაკითხვის უნარი;
- დანადგარების სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე 1-2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- გუნდურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები:
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე;
- დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
- ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი - ზეინკალ-შემკეთებელი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმოება/ოპერაციები
შედუღება
შეკეთება / მონტაჟი
შედუღება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
