დღეს - 28 მაი
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე : FRONT X PAT -პროდუქტის მფლობელი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგის Front X PAT-ში ვეძებთ - პროდუქტის მფლობელს.
პოზიციის მთავარი მიზანია Front X-ის, როგორც ერთიანი სამუშაო პლატფორმის, განვითარება ახალი პროდუქტული და ოპერაციული შესაძლებლობების დამატების გზით. როლი ორიენტირებულია ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ლეგასი სისტემების ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე და თანამშრომლებისთვის ერთიანი სამუშაო სივრცის (one-window workspace) ჩამოყალიბებაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
- Front X-ის, როგორც ერთიანი სამუშაო პლატფორმის განვითარების მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება ბანკის სტრატეგიასთან შესაბამისობაში ყოფნის გზით;
- მომხმარებლის პროფილის (Customer 360) განვითარება და გაუმჯობესება, მომხმარებლის შესახებ სრულყოფილი და სტრუქტურირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ზრდას, პერსონალიზებული შეთავაზებების ფორმირებას და გაყიდვების სტიმულირებას;
- Front X-ის არსებული სისტემებისა და პროცესების ცვლილებებისა და განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური და ბიზნეს ინიციატივების წარდგენა და მათი განხორციელების მხარდაჭერა;
- პროცესების ბიზნეს უწყვეტობისა და სისტემების სტაბილურობის ხარისხის უზრუნველყოფა;
- არსებული ფუნქციონალების რედიზაინი და ოპტიმიზაცია ოპერაციული ეფექტურობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;
- რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- პლატფორმის ერთიანი დიზაინ სისტემის (Design System) განვითარება და დაცვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს Front X-ის ფუნქციონალების UX/UI სტანდარტებთან შესაბამისობა;
- სხვადასხვა გუნდებს შორის დამოკიდებულებების მართვა და კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნქციონალების დროული და თანმიმდევრული განვითარება Front X პლატფორმაში;
- სტეიქჰოლდერებთან აქტიური თანამშრომლობა მომხმარებლის საჭიროებების, ბიზნეს მიზნებისა და მოთხოვნების სწორად განსაზღვრისა და პლატფორმის განვითარების პრიორიტეტების შეთანხმების მიზნით;
- სტრატეგიული მიზნების შესაბამისად PAT-ის OKR/KPI-ების განსაზღვრა და გუნდებთან ერთად მათ შესრულებაზე ზრუნვა;
- Agile მიდგომების გამოყენებით პროცესების მართვა და გუნდების ეფექტური მუშაობისთვის საჭირო გარემოს შექმნა;
- ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, ინოვაციების ინიცირება და განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
- სხვადასხვა ჩართულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- გუნდის წევრების პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის მხარდაჭერა.
კვალიფიკაცია
- საბანკო, ფინანსურ სერვისებში ან პროდუქტის განვითარებაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე და/ან მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო ოპერაციების, მომხმარებელთა მომსახურების პროცესებისა და შიდა საბანკო სისტემების ცოდნა;
- კომპლექსური ტრანსფორმაციული ინიციატივების და პლატფორმის განვითარების პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- Agile მიდგომებით მუშაობის გამოცდილება;
- სტეიქჰოლდერებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი)
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/yxXft
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
