დღეს - 29 მაი
სტანდარტი
ხაზის სექციის კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@zgapari.ge
ტელეფონი: +955 577 22 66 40
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხაზის სექციის კონსულტანტი (ხორცპროდუქტების სექციაში თბილისის სხვადასხვა ფილიალებში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი; კვირაში 40 სამუშაო საათი (ძირითადად 12:00-19:30 სთ კვირაში 6 დღე, შესაძლებელია ნახევარი განაკვეთი კვირაში 3 დღე)
- დასვენების დღე: კვირაში 1 დღე ურთიერთშეთანხმებით
- ანაზღაურება 1000 ₾ + საბონუსე დანამატი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება
- პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ზრუნვა უწყვეტობაზე.
- პრომო აქციების სათანადოდ წარმოჩენა.
- მიღებული პროდუქციის დროული განთავსება მაცივრებში.
- პროდუქციის შენახვის პირობებისა და სისუფთავის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დაკვირვების და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
- კომუნიკაბელურობა
- დისციპლინირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე +955 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
