დღეს - 29 მაი
სტანდარტი
კონტროლის სპეციალისტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: revaz@sharm.ge
ტელეფონი: +995 577 26 27 87
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი მსუბუქი ავტომობილი)
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
- სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
- კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და ვადების კონტროლი;
- შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
- მონიტორინგისა და კონტროლის უნარი;
- საჭიროების შემთხვევაში მივლინებებისთვის მზაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე: revaz@sharm.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,კონტროლის სპეციალისტი-ბათუმი“; ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 26 27 87
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
