დღეს - 02 ივნ
სტანდარტი
ბუღალტერ-ოპერატორი
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ავტომშენებლის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@uglubricants.com
ტელეფონი: +995 579005258
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
შპს „UG Lubricants“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო ამონაწერების პროგრამაში გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების ასახვა;
- შესყიდვების, რეალიზაციების და მომსახურების ოპერაციების პროგრამული გატარება;
- იმპორტთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი ხარჯების დარიცხვა;
- სასაქონლო მარაგების ჩამოწერის ოპერაციების განხორციელება;
- მომწოდებლებისა და მყიდველების დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი უწყისების წარმოება;
- რეალიზაციისა და შესყიდვების პროცესში ავანსების ჩათვლის კონტროლი;
- თვის ბოლოს ფინანსური გადაფასებების განხორციელება;
- მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების პროგრამული დარიცხვა, შესაბამის ანგარიშებზე გატარება და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- საბანკო ოპერაციების კონტროლი, გადარიცხვების დამუშავება და ბანკებთან კომუნიკაცია;
- ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება და პროგრამაში ასახვა;
- RS-ზე ატვირთული ზედნადებების შემოტანის კონტროლი და არქივირება;
- საბაჟო ბროკერებისთვის შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
- სტატისტიკის ფორმების მომზადება - გადაგზავნა
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან უმაღლესთან გათანაბრებული განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ან/ და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
დასაქმების ტიპი:
- სრული განაკვეთი (Full time)
- სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:
- სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი) და ხშირი მივლინებები რეგიონებში
- სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება:
ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ანაზღაურება გაანისაზღვრება აპლიკანტის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა
- ბონუსების სისტემა
- სტაბილური სამუშაო გარემო
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 00 52 58; +995 551 62 75 51.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 00 52 58; +995 551 62 75 51.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
