დღეს - 03 ივნ
ვიპ
რეზერვაციების აგენტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stepsbatumi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჯავშნების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჯავშნების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები
- აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციისა და მოთხოვნების ასახვა;
- განთავსების დანახარჯების ინვოისის მომზადება, ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, სასტუმროს მახასიათებლების, მომსახურებების, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების განახლება, მონიტრინგი;
- აპარტ-სასტუმროს სანომრე ფონდის კატეგორიზაციის, მომხმარებლის სეგმენტების მოთხოვნილებებისა და ტარიფების ცოდნა;
- ბაზარზე არსებული კონკურენტების მახასიათებლებისა და სეზონური ტარიფების ცოდნა;
- სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
საჭირო უნარები
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
- ჯავშნის თუ სასტუმროს სხვა საოპერაციო სისტემებში მუშაობის უნარი;
- დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ადმინისტრირების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- მომხმარებლის კმაყოფილებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- სასტუმროში ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება რეზერვაციების აგენტი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 05 ივნისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჯავშნების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
