დღეს - 04 ივნ
სტანდარტი
იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@eltbg.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი შესყიდვებიშესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “იელთი ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტის“ თანამდებობაზე.
კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება;
- მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი.
- შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება
- საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატენდერო პროექტებზე მუშაობის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com /vacancy@eltgroup.ge ; გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება იმპორტისა და შესყიდვების სპეციალისტის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება იმპორტისა და შესყიდვების სფეროში, თქვენი ადგილი, ჩვენს გუნდშია.
წარმატებებს გისურვებთ!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
