დღეს - 04 ივნ
სტანდარტი
საწყობში დამხმარე/მუშა
მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობში დამხმარის/მუშის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 34 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე)
სამუშაო ადგილი: მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი
კვება: კვებას უზრუნველყოფს კომპანია
ძირითადი მოვალეობები:
- მისაღები და გასაცემი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა და ჩამოტვირთვა;
- საწყობში პროდუქციის სწორად განლაგება;
- დისტრიბუტორთან ერთად დადგენილი მარშრუტებით ფილიალებში ვიზიტი და მომარაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 06 ივნისამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
