დღეს - 04 ივნ
სტარტი
რეზერვი გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: დროებითი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1100
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას „რეზერვი გაყიდვების კონსულტანტის" პოზიციაზე.
გრაფიკი: მცოცავი;
ხანგრძლივობა: 4 თვე;
ანაზღაურება: 1100 Net (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საცალო და კორპორატიული მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად: შეკვეთის მიღება და შესაბამისი განაცხადის შექმნა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
  • მომხმარებელთა პრობლემებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
  • მომსახურების ცენტრის დოკუმენტაციის წარმოება და მომხმარებელთა ბაზის განახლება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაში მონაწილეობა;
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროს ნაშთისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის Basic დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „გაყიდვების კონსულტანტი“

გისურვებთ წარმატებას!

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები