დღეს - 05 ივნ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 1800₾
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა,
- პრეზენტაციების (PPTs) დიზაინის შემუშავება და გაფორმება;
- სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების მომზადება;
- სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
- ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების დიზაინის შექმნა.
- ციფრული პლატფორმებზე მარკეტინგული კომუნიკაციებისთვის საჭირო ვიზუალური ელემენტების კონცეპტუალიზაცია და დიზაინი, მათ შორის: სტატიკური ვიზუალები სოც. მედია პოსტებისთვის, ონლაინ ბანერები, ვიზუალები ვებგვერდისთვის, motion graphic დიზაინერისთვის მასალების შექმნა და კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა ფორმატში, პლატფორმისა და დანიშნულების შესაბამისად.
- ოფისში ბრენდირებული სივრცეების, სარეკლამო სტენდის, მანიშნებლების დიზაინის კონცეფციის შემუშავება.
- გუნდის წევრებისგან მიღებული უკუკავშირის და ცვლილებების გათვალისწინება შექმნილი დიზაინის დასახვეწად.
- უშუალო მენეჯერის მიერ დავალებული სხვადასხვა ტიპის დიზაინერული სამუშაოს შესრულება.
- ყველა მასალაში შენარჩუნებული და გათვალისწინებული უნდა იყოს ბრენდის იდენტობა და ვიზუალური სტილი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული
- კრეატიული
- დათქმულ ვადებში სამუშაოს დასრულების უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი,
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
- ინდივიდულაური გასაუბრება
- პრეზენტაცია
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „გრაფიკული დიზაინერი“
განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 30.05.2026 წ.
გისურვებთ წარმატებას
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jaokeni.selfrecruit.ge/s/ZbDC1
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
