დღეს - 06 ივნ
ვიპ
სამუშაოთა მწარმოებელი/პრარაბი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: m.lolua@europeanvillage.info
ტელეფონი: +995555329077
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 6 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ქართული,ინგლისური
Еuropean village აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებელის (პრარაბი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- შემსრულებლების, ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოების დაგეგმვა;
- შემსრულებლებისთვის, ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორებისთვის დავალებების მიცემა;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების დაგროვებითი ცხრილების წარმოება;
- ჩეკ-ლისტების გაფორმება;
- შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინრისთვის;
- მასალებისა და სამშენებლო ტექნიკის შეკვეთა;
- მასალების გადაცემა შემსრულებლებისთვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მათი ჩამოწერა;
- სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის წარმოება;
- სამუშაოების ხარისხის ვიზუალური და ინსტრუმენტული კონტროლი;
- მიცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
- სამუშაოების მიღების პროცესში მონაწილეობა;
- შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მშენებლობის მიმართულებით;
- MS Office და AutoCAD პროგრამების ცოდნა;
- ფასადების, გადახურვის, ვიტრაჟებისა და სარემონტო (მოსაპირკეთებელი) სამუშაოების მართვის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ხელფასი (განიხილება წარმატებულ კანდიდატთან ინდივიდუალურად);
- პროფესიული ტრენინგები და სწავლება;
- სამედიცინო ხარჯების დაფარვა;
- ლოკაცია: ბათუმი, გონიო.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: m.lolua@europeanvillage.info
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995555329077
სამშენებლო
სამშენებლო სამუშაოები
ნახვები
უნიკალური ნახვები
