08 მაი - 05 ივნ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი, შესყიდვების ანალიტიკა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი
რატომ ჩვენ?
„სუფთა სამყარო“ 20 წელია პროფესიონალური დასუფთავების მომსახურებას სთავაზობს ორგანიზაციებს საქართველოში. ჩვენს გუნდში მეგობრული ადამიანები არიან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
შესყიდვების სპეციალისტის როლი პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ხარისხით და რა ფასად მუშაობს დასუფთავების გუნდი. თქვენ იქნებით ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს, რომ ყოველი ობიექტი დროულად იყოს უზრუნველყოფილი საჭირო მასალებით, ინვენტარით და ტექნიკით, საუკეთესო ხარისხით და საუკეთესო ფასად.
რა იქნება თქვენი ყოველდღიურობა?
წარმოიდგინეთ სამუშაო დღე, სადაც თქვენ ხართ მთავარი რგოლი მომწოდებლებსა და ჩვენს სერვისს შორის:
- ბაზრის კვლევა და ანალიზი: თქვენ მუდმივად ადევნებთ თვალს ტექნიკისა და ინვენტარის სიახლეებს დასუფთავების სფეროში.
- მოლაპარაკებები: თქვენი დღე მოიცავს კომუნიკაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომწოდებლებთან საუკეთესო ფასისა და ხარისხის მისაღებად.
- დაგეგმვა და ბიუჯეტირება: თქვენ ქმნით შესყიდვების გეგმას და მართავთ შესაბამის ბიუჯეტს.
- მარაგების კონტროლი: საწყობთან კოორდინაციით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ პროცესი არასოდეს შეფერხდეს დეფიციტის გამო.
რა გამოცდილება დაგჭირდებათ წარმატებისთვის?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ:
- გქონდეთ მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მართვაში, სადაც დამოუკიდებლად წარმართავდით პროცესებს.
- იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ Excel რთული მონაცემების გასაანალიზებლად და რეპორტინგისთვის.
- გქონდეთ უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით, რაც დაგეხმარებათ სტრატეგიულ დაგეგმვაში.
- თუ მუშაობდით პროგრამა „ბალანსში“, ეს თქვენს ადაპტაციას საგრძნობლად დააჩქარებს.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00.
- ანაზღაურება: 2000 ლარი. საგამოცდო პერიოდში (6 თვე) 1800 ლარი.
- მისამართი: ჩვენი საწყობი მდებარეობს ავჭალაში.
დაინტერესდით?
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://cleanworld.selfrecruit.ge/s/lIz9v
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი,
შესყიდვების ანალიტიკა
ნახვები
უნიკალური ნახვები
